loader

ცნობილია ზუგდიდში მოკლული 14 წლის ბიჭის ვინაობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცნობილია ზუგდიდში მოკლული 14 წლის ბიჭის ვინაობა

ზუგდიდში მოკლული 14 წლის ბიჭი მე-10 კლასელი საბა მამფორიაა. ფოტოს სოციალურ ქსელში გამოცემა "თაიმერი" ავრცელებს.

მკვლელობა ზუგდიდში მოხდა. მესხიას ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო სტადიონთან არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაჭრეს. დაჭრილი მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა ის კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

შსს-მ არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე 17 წლის ახალგაზრდა დააკავა.