loader

"ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი, კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი" - ქართველი ექიმების საოცარი თავდადება - რა მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი, კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხდი" - ქართველი ექიმების საოცარი თავდადება - რა მოხდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე?

სოციალური ქსელის მომხმარებელი ავრცელებს ვიდეომასალას და წერს, რომ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარედ ქვეითს მანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც საავადმყოფოს ექიმებმა ძალისხმება არ დაიშურეს და პირველადი დახმარება ქუჩაში გაუწიეს:

"ვინმემ არ თქვას ქართველ ექიმებზე აუგი. კოშმარული ფაქტის მომსწრე გავხთი - ზედ ვაჟაზე დაეჯახა ქვეითს მანქანა. ძალიან ცუდათ დაეჯახა. იმედი მაქვს გადარჩება. ღმერთო უშველე. წამში მთელი რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები თავის ჟანგბადის ბალონებით stretcher-ით და ა.შ ვაჟას მოპირდაპირე მხარეს აღმოჩნდნენ.

როგორ უკეთებდნენ გულის მასაჟს მონაცვლეობით რომ გენახათ. გააჩერეს მოძრაობა, გადაკვეთეს stretcher-ით გამზირი. ერთი ჟანგბადის ბალონს მიარბენინებდა, მეორე ზედ იყო ასული და გულის მასაჟს უკეთებდა. იმედის მომცემი სანახაობა იყო. ღმერთო შენი ხელიც გაურიე და გადაარჩინე ახალგაზრდა კაცი. ჩემი დიდი პატივისცემა რესპუბლიკური საავადმყოფოს მედ პერსონალს", - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

წყარო: "Thea Thekla"