რა რეაქცია ჰქონდა ჯიმ კერს, როდესაც გაიგო, რომ რუსეთში შესვლა აუკრძალეს? - მსახიობი "ტვიტს" ავრცელებს
14 ნოემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კანადის 100 მოქალაქეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. მათ შორის არიან მსახიობი ჯიმ კერი და მარგარეტ ეტვუდი. აღნიშნულ ფაქტს "ტვიტერში" ჯიმ ქერი გამოეხმაურა.
"დიახ მარგარეტ ვუუდ, ვშიშობ, ყველაზე უარესი მოხდა - ჩვენ რუსეთში აკრძალული ვართ... მაგრამ, 100 კანადელის პრობლემა ამ გიჟურ სამყაროს არ აინტერესებს! ჩვენ ყოველთვის გვრჩება პარიზი," -წერს ჯიმ კერი.
ჯიმ კერის ამ "თვითს" მარგარეტ ეტვუდმა უპასუხა: "არადა მოსკოვში შაბათ-კვირის გატარებას ვგეგმავდი. გამოიცანით, ამის ნაცვლად კიევში მომიწევს დასვენებს."