“რუსების წყვილი დადგა და დედას აგინებდნენ პატარა ბავშვებს, ქართველებს; გაცოფებული ვარ, ვერ დავიძინე წუხელ... არ დავმალავ - კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი“ - ალეკო ელისაშვილმა პრემიერს მძიმე ფაქტები გააცნო
“ლევანი მაფრთხილებს, არ ილაპარაკო და არ თქვაო, მაგრამ არ ვაგებ ჩემს თავზე პასუხს. სადმე რომ გადავეყარო, არ დავმალავ.
ამას წინ, უცხოელი სტუმრები მყავდა, ქუჩაში მოვდიოდი, დავიძახე, სლავა უკრაინე-მეთქი და სლავა რასიიო, ერთმა მომაძახა - მოხვდა მერე ყურის ძირში. დეპუტატი ვარ, თმენის ვალდებულება მავალდებულებს, მაგრამ არის საკითხები, სადაც არანაირი ვალდებულება და კანონი არ მესმის. კარგად დაიჩეჩქვა ის რუსი.“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.