loader

"მოგშივდებათ და შეგცივდებათ, მაგრამ კანკალსაც ვერ გაბედავთ, რუსის ჩექმა გედებათ თავზე და იმიტომ" - ბორის ჩელე ყურუა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოგშივდებათ და შეგცივდებათ, მაგრამ კანკალსაც ვერ გაბედავთ, რუსის ჩექმა გედებათ თავზე და იმიტომ" - ბორის ჩელე ყურუა

"კობახიძის ჯიბეს არაფერი დაეტყობა, თქვენ კი ნამდვილად იგრძნობთ ცვლილებას, თუ დასავლეთი გააგდეს ამ ქვეყნიდან. მოგშივდებათ და შეგცივდებათ, მაგრამ კანკალსაც ვერ გაბედავთ, რუსის ჩექმა გედებათ თავზე და იმიტომ" - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმითვე, 1992-2020 წლებში ამერიკის შეერთებული შტატები 4 348 400 000 დოლარით დაგვეხმარა.

"ოთხი მილიარდ სამას ორმოცდარვა მილიონ ოთხასი ათასი დოლარი დაგვახარჯეს 28 წლის განმავლობაში. ამ ფულის საკმაოდ დიდი ნაწილი დაიხარჯა ეკონომიკის განვითარებაზე, ინფრასტრუქტურაზე, ჯანდაცვაზე, გზების მშენებლობაზე, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე, დანაშაულთან ბრძოლაზე და ა.შ. 440 000 000 დოლარი დაგვახარჯეს პენსიების და ფულადი დახმარების გასაცემად, იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად და საავადმყოფოების გასაახლებლად...

დღეს აშშ-ის საგარეო საქმეთა კომიტეტში ჩვენზე თქვეს, დიდი უკუსვლა აქვთ დემოკრატიის მიმართულებით, 12 პუნქტს არ ასრულებენ და დედას გვაგინებენო, იქნებ უნდა გადაეხედოს ფულადი დახმარების საკითხებსო.

იცით, კობახიძემ რა უპასუხა? - მაგ ფულს მაინც არასამთავრობო ორგანიზაციებს ახარჯავენ და გაიკეთონ ტრ***შიო (შინაარსი ეს იყო).

კობახიძის ჯიბეს არაფერი დაეტყობა, თქვენ კი ნამდვილად იგრძნობთ ცვლილებას, თუ დასავლეთი გააგდეს ამ ქვეყნიდან. მოგშივდებათ და შეგცივდებათ, მაგრამ კანკალსაც ვერ გაბედავთ, რუსის ჩექმა გედებათ თავზე და იმიტომ", - წერს ბორის ჩელე ყურუა.