"მიშა უნდა გადარჩეს! 20 ნოემბერს მობრძანდით კანცელარიასთან" - მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს:
"ქართველებო და არაქართველებო, ქვეყნის განვითარების და აყვავების ევროორიენტაციის მომხრეებო, უბრალოთ საზოგადოების რიგითო წევრებო, მედიკოსებო, განსაკუთრებით ახალგაზრდებო. მოგმართავთ პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტი. საქმე ეხება ადამიანს, ქვეყნის პრეზიდენტს რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში არის აბსოლუტურად შეთითხნილი ბრალდებებით პატიმარი. კაცი ციხის პირობებში დაავადდა უმძიმესი სენებით და დღეს უკვე იბრძვის სიცოცხლის უფლებისათვის. კაცი რომელმაც შექმნა თანამედროვე სახელმწიფოებრიობა, საქართველო გაიყვანა მსოფლიოს დიდი პოლიტიკის ასპარეზზე და გახადა ანგარიშგასაწევ ძალად.
ეს კაცია გადასარჩენი. ამ კაცს არ უნდა წაართვან სიცოცხლის უფლება. დავდგეთ ერთად და მივაწვდინოთ ხალხის ხმა ამ ხელისუფლებას. სამწუხაროდ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევს უფლებას ვიყო ფიზიკურად აქტიურად ჩართული მიშას სიცოცხლის გადარჩენის პროცესში. დაუდგეთ ერთმანეთს და მიშას გვერდით, არ დავუშვათ, რომ საქართველო გავხადოთ ქვეყნის პრეზიდენტების სასაკლაოდ.
მიშას სასწრაფოდ სჭირდება საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა. დავრწმუნდით რომ აქ ამის უნარი ნებით თუ უნებლიეთ არ გაგვაჩნია. 20 რიცხვში 14 საათზე მობრძანდით მთავრობის კანცელარიასთან. თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს. უფალი იყოს მისი მფარველი. მიშა უნდა გადარჩეს!!!" - წერს მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი.