"სანამ რამე უბედურება არ მოხდება, არ იქნება რეაგირება..." - რა ვიდეო ვრცელდება გლდანიდან?
"ასეთ ლიფტებს ეშველება ოდესმე?" - ამის შესახებ მოქალაქე ერეკლე მარდალეიშვილი სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში წერს და გლდანიდან ვიდეოს აქვეყნებს.
"არაფერიც არ ეშველება, არც ამას და არც სადარბაზოებს, არ ჰყავს პატრონი. მარტო ფულის გასატანად მოდიან ის ხელუხლებელი კერძო კომპანიები, რომლებსაც სახელმწიფო არ აკონტროლებს. ალბათ, ქურდები არიან და ვერ უბედავენ. იმდენი 10 თეთრი აგროვეს, ახალ ლიფტებს დააყენებენ, რომ მოინდომონ. მაგრამ მაგათი გაკეთებულიც შარია, ან გაძლებს, ან არა...
ნეტავი მაგას გამაგებინებდეს ვინმე, რა ეშველება ასეთ ლიფტებს...
ეს რა არის, თქვენ N99 კორპუსის ლიფტით უნდა იმგზავროთ, აი, მერე ნახავთ სანახაობას. იმედია, მსხვერპლამდე გვეშველება...
ანალოგიური ლიფტებია ბევრ კორპუსში. სანამ რამე უბედურება არ მოხდება, არ იქნება რეაგირება. ჩემს სადარბაზოში კვირაში 4 დღე ვიღაც იჭედება და ფუჭდება უძველესი ლიფტი. არც თავმჯდომარე ჰყავს კორპუსს და ვართ ასე უპატრონოდ...
ვაჰ და როცა ტრაგედია ტრიალდება, მერე გლოვა და სამძიმარზე მისვლა დაფასებაა, ხომ?
არაფერი არ ეშველება. სიმწრით რომ გააკეთებ და მერე მეზობელი რომ მიადგება და დალეწავს ისევ, ეგეთი იქნება ისიც...
რომ დადის, ეგეც გასაკვირია...
კორპუსის თავმჯდომარეს დააწერინეთ განცხადება გამგებლის სახელზე, გამოიძახოს თავჯდომარემ დეფექტების დამდგენი,მერე გააკეთებენ ხარჯთაღრიცხვას, თანხას გაყოფთ ოჯახების რაოდენობაზე, მოაგროვებთ თანხას, დასვამთ კორპუსის ანგარიშზე და მერია გამოგზავნის სპეციალისტებს და წავა საქმე. არ მახსოვს, 5 თუ 10%-ია ჩვენი გადასახადი" - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები ვიდეოს კომენტარებში.