ლევან ხაბეიშვილი გიორგი ჩალაძეს მიმართავს
„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ინიციატივით გამოდის, პარტიაში შეიქმნას შტაბი, სადაც ის ადამიანები გაერთიანდებიან, რომლებსაც მესამე პრეზიდენტის,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აინტერესებთ.
ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს გიორგი ჩალაძეს, ამ შტაბს სათავეში ჩაუდგეს.
„მინდა გამოვიდე ინიციატივით და გიორგი ჩალაძეს, რომელიც მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის ამ თვეების განმავლობაში ყველაფერს აკეთებს, შევთავაზო „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეიქმნას შტაბი, სადაც გაერთიანდებიან - პოლიტიკოსები, ექიმები, სამოქალაქო სექტორი, ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ამ შტაბს გიორგი ჩალაძე ჩაიდგეს სათავეში“, - აღნიშნავს ხაბეიშვილი.