"ღმერთო დიდებულო, ისევ ბედავს, ისევ ლაპარაკობს, ვერაფერი გაიგო" - თინა ხიდაშელი მაია ნადირაძეზე
ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის" თავმჯდომარე თინა ხიდაშელი "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, მაია ნადირაძის მიერ "ტვ პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
"ღმერთო დიდებულო, ისევ ბედავს, ისევ ლაპარაკობს, ვერაფერი გაიგო, ნული წუხილი, ნული სინანული და რამდენია კიდევ ამ აზრსა და განწყობაზე.
აი, ასეთი ხალხი ხელისუფლებაში რომ გყავს, ევროკავშირის წევრობას კი არა, ევროკავშირის ქალაქების გუგლში დათვალიერებას უნდა გვიკრძალავდნენ, არადა, ორი-სამი კი არა, მთელი ლეგიონია მსგავი პოლიტიკაში" - წერს ხიდაშელი.
როგორც მაია ნადირაძემ აღნიშნა, გირგვლიანის საქმის შესახებ მუდმივად საუბარი არ შეიძლება, იმიტომ, რომ მას შემდეგ ბევრი მსგავსი დანაშაული მოხდა.
"ყველაფერს მივედ-მოვედოთ და არაფერი ვთქვათ. მოდი, ვთქვათ. ყველაფერი თვლადია. ერთი გირგვლიანი შეიძლება, ვიძახოთ იმდენ ხანს, რომ... ეს იყო, ვაღიარეთ ყველა თვალსაზრისით, ყველა საკანონმდებლო ინსტანციით, ყველაფერი გავაკეთეთ, როგორც კანონით იყო... არა, ეგრე არა, უნდა ჩამოგეხრჩოთო, სააკაშვილი უნდა დაგეკიდათ ფეხებითო, მოთხოვნა იყო ეს. ხომ თვლადია ყველაფერი? ერთ გირგვლიანზე, თუ კიდევ ვიღაცას ამბობენ ხოლმე ერთს. მას შემდეგ რამდენი ასეთი მოხდა. ის ხალხი რატომღაც ასე არ რეაგირებდა", – განაცხადა მაია ნადირაძემ.