"დღეს "ახმეტელის" მეტროში პრობლემები გვქონდა" - კახა კალაძე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ტურნიკეტების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რამაც ხალხმრავლობა გამოიწვია.
მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას ბოდიში მოუხდა და აღნიშნა, რომ მიზეზი მოძველებული ინფრასტრუქტურაა.