კახა კალაძე ოპოზიციას მიმართავს
თბილისის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციას მოუწოდა, დაასრულოს პოლარიზაციის გაღრმავება, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესებში ჩაერთოს და ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობა მიიღოს.
მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების დანახვა მნიშვნელოვანი იყო. ამასთან, კალაძის თქმით, საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსზე ზაფხულში უარი სრულიად უსამართლოდ უთხრეს.