დონალდ ტრამპის განცხადებით, ის 2024 წლის არჩევნებში ამერიკის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს
აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს.
„იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ ჩემს კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
ექსპრეზიდენტის თქმით, მისი საარჩევნო კამპანია გააერთიანებს ადამიანებს.
„ეს არ იქნება ჩემი კამპანია, ეს იქნება ჩვენი კამპანია ერთად", - აღნიშნა ტრამპმა.