loader

"ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება" - პოლონეთის პრეზიდენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება" - პოლონეთის პრეზიდენტი

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აფეთქება ერთჯერადი ინციდენტი იყო და არ არსებობს მინიშნებები, რომ ეს კვლავ განმეორდება.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს იყო რუსული წარმოების რაკეტა, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება იმის შესახებ, ვინ გაუშვა რაკეტა.

"ამჟამად ჩვენ არ გვაქვს რაიმე დამაჯერებელი მტკიცებულება იმის შესახებ, თუ ვინ გაუშვა ეს რაკეტა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია", - აღნიშნა დუდამ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაჰპირდა, რომ შემთხვევის გამოსაძიებლად ამერიკელ ექსპერტებს გააგზავნიან.

მისი თქმით, მოკავშირეები მხარს უჭერენ პოლონეთს ნატოს ხელშეკრულების მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით.

„ყველა ლიდერმა, რომლებსაც დღეს ვესაუბრე, დამარწმუნა, რომ მოკავშირეები მხარს გვიჭერენ ნატოს მე-5 მუხლის ყველა დებულების დაცვით. ჩვენ ერთად განვიხილავთ ამ საკითხს“, - განაცხადა დუდამ.