loader

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის დაცემის მომენტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ასახულია პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტის დაცემის მომენტი

პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, აქამდე პოლონური რადიოსადგურის, Radio Zet-ის კორესპონდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რაკეტა დაეცა მარცვლეულის საშრობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მათი ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყვნენ პოლიციისა და პროკურატურის წარმომადგენლები, ასევე - სამხედროები.

დღესვე პოლონეთის სამთავრობო სპიკერმა პიოტრ მიულერმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მინისტრთა საბჭოს კომიტეტის საგანგებო სხდომას გამართავს. სხდომის მოწვევის მიზეზები არ სახელდება.

ვიდეოს УНИАН ავრცელებს.