“ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი“ - ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და ორი ადამიანი იმსხვერპლა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთიდან გასროლილი ყოფილიყო.
კითხვაზე, იყო თუ არა რაკეტა რუსეთიდან გასროლილი, ბაიდენმა უპასუხა: „არსებობს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც უარყოფს ამას. არ მინდა ამის თქმა მანამ, სანამ ბოლომდე არ გამოვიძიებთ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა მისი ტრაექტორიის გამო, რომ რუსეთიდან იყოს გასროლილი, მაგრამ ვნახავთ, ვნახავთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.