"სააკაშვილი მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს" - გიული ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი მარცხენა ხელზე სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს.
როგორც გიული ალასანია განმარტავს, თუ მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ოპერაციის ჩატარება დასჭირდება, თანახმა არ იქნება, რომ "ვივამედში" ჩაუტარდეს.