იცით, რატომ ატარებენ ებრაელები თავზე ამ პატარა ქუდებს?
ალბათ, არაერთხელ გაგჩენიათ კითხვა, თუ რატომ ატარებენ ებრაელები თავზე ამ პატარა, მრგვალი ფორმის ქუდებს, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ. შევეცდებით, გავარკვიოთ, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ხალხი რატომ ატარებს მსგავსი სახის თავსაბურავს - იგივე კიპას, კეფის ზედა ნაწილზე.
საქმე ისაა, რომ აღნიშნული ქუდი, უპირველეს ყოვლისა, ღმერთისადმი რწმენის სიმბოლოდ გამოიყენება. რწმენის თანახმად, ებრაელები მას იმიტომ ატარებენ, რომ ყოველთვის ახსოვდეთ - ყოვლისშემძლე ზემოდან იყურება და ყველაფერს ხედავს. გარდა ამისა, თალმუდის ტრაქტატში ნათქვამია, რომ თავის თავმდაბლად დაფარვით ებრაელი თავის სულიერ თვისებებს აუმჯობესებს.
კიპას ტარება მოწმობს, რომ პიროვნება განეკუთვნება ადამიანთა იმ ჯგუფს, რომელიც უფლის მსახურებასა და მცნებებს ასრულებს. 13 წლამდე ბიჭუნაც კი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მცნებების შესრულების ვალდებულება, თავზე კიპას ატარებს, რომელზე პასუხისმგებლობაც მის მშობლებს ეკისრებათ. გააგრძელეთ კითხვა