loader

სიახლე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი - NCDC საზოგადოებისთვის ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სიახლე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი - NCDC საზოგადოებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო 22 ნოემბრამდე იქნება.

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრა 6 თვის ასაკიდან უფასოა. ნებისმიერი მსურველი მომსახურებას ვაქცინაციის პროცესში ჩართულ 400-მდე სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებს. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ 200 000 დოზა "სანოფი პასტერის" წარმოების ოთხკომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა ვაქცინაცია სექტემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე მომსახურება დაავადების გართულების მომატებული რისკის მქონე პირებმა მიიღეს, 22 ნოემბრის ჩათვლით კი, ვაქცინაცია ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება.

გრიპზე აცრის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ნუსხა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე : https://ncdc.ge/...