loader

"ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ოკუპანტებმა ხერსონის ოლქში ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმეს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

როდესაც არის უკრაინის დროშა, არის ცივილიზაცია, არის თავისუფლება, რუსული დროშა კი ნიშნავს სრულ განადგურებას. ყველასთვის ცხადია, რა არის უკრაინა, რა არის ჩვენი დროშის არსებობა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

”როდესაც არის უკრაინის დროშა, არის ცივილიზაცია, არის თავისუფლება. არის სოციალური უზრუნველყოფა. არის ინფრასტრუქტურა. არის უსაფრთხოება. არის ვიღაც, ვინც ზრუნავს ხალხზე. აი, რას ნიშნავს რუსეთის დროშა - სრული გაპარტახება. არ არის ელექტროენერგია, კომუნიკაცია, ინტერნეტი, ტელევიზია. ოკუპანტებმა ყველაფერი თავად გაანადგურეს - განზრახ. ეს მათი სპეცოპერაციაა. ზამთრის წინა პერიოდში რუსმა ოკუპანტებმა გაანადგურეს ხალხისთვის აბსოლუტურად ყველა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი. ქალაქსა და ოლქში აბსოლუტურად ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი დანაღმულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.