loader

"ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა და პირდაპირ ბავშვებისკენ წავიდა" - რუსთავში 18 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა და პირდაპირ ბავშვებისკენ წავიდა" - რუსთავში 18 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

რუსთავში, შარტავას გამზირზე, 18 წლის ბიჭი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ინფო რუსთავი" ავრცელებს.

დაკბენილი ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

"ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა და პირდაპირ ბავშვებისკენ წავიდა. ჩემს შვილს უკბინა ფეხზე, ორ ადგილზე აქვს ღრმა ჭრილობა. სწრაფადვე მოხდა ძაღლის გარიდება, სხვა ბავშვებს არ შეხებია. ძაღლი სახლში ჰყავთ და ეს პერიოდი, 10-დღიანი, რაცაა განკუთვნილი, აკვირდებიან", - აცხადებს დაშავებულის დედა.

ბიჭი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერილია.