“იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა ქვეყანა...“ - რას წერს ტელეეთერიდან გაუჩინარებული თორნიკე კვერენჩხილაძე?
თორნიკე კვერენჩხილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო იძულებით დატოვა, მიზეზი კი წართმეული პროფესიაა. ჟურნალისტი ბოლოს "ტვ პირველზე“ მუშაობდა, საიდანაც რამდენიმე თვეა, რაც წამოვიდა. მაშინ AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ ტელევიზია აღარ აინტერესებდა.
“https://vt.tiktok.com/ZSRwr5vKV/
გამარჯობა! ეს ჩემი ტიკ-ტოკ გვერდია. ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, რომელზეც გამოვჩნდები, იუთუბისაც იმასვიზამ.
ღირსეული კამერა მჭირდება. თქვენი დახმარებაა საჭირო, გააგებინეთ ერთმანეთს, რომ ტელეფონსა და პლანშეტში გადავინაცვლე:)))
ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ტელევიზორში გამოვჩნდე.
ტელევიზორი საქართველოში დავტოვე! წართმეულ პროფესიასთან ერთად.
იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა ქვეყანა. ახლა ევროპის მასშტაბით გადავადგილდები. ეს შანსია რეალიზების, შემეცნებისა და გაზრდის. კონტენტი მრავალფეროვანი იქნება. იმედი მაქვს, ბეეეევრი რამის ჩვენებას მოვახერხებ.
დიდება თქვენ!
P.S განმარტებები რატომ და რეიზა არ დამაწყებინოთ. ყველაფერი ისედაც გასაგებია.
ეს მაინც იყოს აქ GE43TB7113645161600009 - (€)GE30TB7113645061600033 (₾)კამერის გულობიზა“ - წერს თორნიკე კვერენჩხილაძე.