loader

"სამეგრელო, გული ხარ საქართველოსი! ზოგიერთს ეს გოიმობა ჰგონია, მაგრამ ეს არის ნამდვილი ქორწილი" - ქორწილი წალენჯიხაში, ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამეგრელო, გული ხარ საქართველოსი! ზოგიერთს ეს გოიმობა ჰგონია, მაგრამ ეს არის ნამდვილი ქორწილი" - ქორწილი წალენჯიხაში, ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა

ქორწილი წალენჯიხაში და მეგრული სეფის ტრადიცია - ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

"ამას მარტო სეფის სახელი აქვს შემორჩენილი, თორემ თანამედროვეა და რესტორანს არაფრით არ ჩამოუვარდება ეს სილამაზე. ჩემს ახალგაზრდობაში სად იყო ხალიჩა, ტალახს ნახერხით ფარავდნენ, მერე ეს ორი ცეკვის დროს ერთმანეთში ეზილებოდა და სახლში მისულს ის ფეხსაცმელი თუ გაირეცხებოდა, კიდევ კარგი; თუ არადა, გადასაგდები იყო...

აუუ, ზოგიერთ სვეტს ეს გოიმობა ჰგონია, მაგრამ ეს არის ნამდვილი ქორწილი და ნამდვილი ზეიმი, რომელიც სამეზობლოში ორი-სამი დღე გრძელდება...

ვენაცვალე ჩემს სამეგრელოს, ჩვენს სიპეწეს და სტუმართმოყვარე კუთხეს...

როცა არის ამისი საშუალება, ძალიან კარგია. ოჯახშიც უნდა იგრძნობოდეს ქორწილი, მით უმეტეს, სოფელში. გამოკეტავენ იმხელა ოჯახებს და რესტორანში მიდიან...

სოხუმში, ვისაც ჰქონდა ამის საშუალება, მანდარინის ხეებს შეკრავდნენ ლამაზად და რამდენჯერ მინახავს, მანდარინი მართლა რომ ესხა. შემოდგომით იყო მეტწილად ქორწილები...

სამეგრელო, გული ხარ საქართველოსი!

რომელ დარბაზს და რესტორანს არ სჯობს? რო გავძახებდი ბავშვებს, სისწორე ბავშვებო...

რა ჯობია ამას, შეიძლება ვინმემ გოიმად ჩამთვალოს, მაგრამ რესტორანს ბევრად მირჩევნია. დადექით და დამცინეთ ახლა...

ძალიან მაგარია, ეს ტრადიცია არ უნდა დავივიწყოთ, სხვანაირი ხიბლი აქვს", - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.

ვიდეო: "სენაკის ქრონიკა"