loader

“ზამთარში მოსალოდნელია სამი რთული ტიპის ვირუსის გავრცელება“ - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები მშობლებს: რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში მოხშირებული მაღალი სიცხის, ყელის ტკივილისა და სურდოს შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ზამთარში მოსალოდნელია სამი რთული ტიპის ვირუსის გავრცელება“ - ივანე ჩხაიძის რეკომენდაციები მშობლებს: რა უნდა ვიცოდეთ ბავშვებში მოხშირებული მაღალი სიცხის, ყელის ტკივილისა და სურდოს შესახებ?

სოციალურ ქსელში მშობლები აქტიურად განიხილავენ მოზარდებში გახშირებულ ავადმყოფობას. უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები ერთმანეთს ჰგავს: მაღალი ტემპერატურა, ყელისა და ყურის ტკივილი და გამონადენი ცხვირიდან. შესაბამისად, ჩნდება კითხვა, არის თუ არა საქართველოში ახალი ტიპის ვირუსი?

როგორც იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ამბობს, 2022 წელი გამორჩეულია ვირუსის გავრცელების კუთხით. იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით ივნისის თვეშიც კი იყო მომართვიანობა, მაშინ, როცა ვირუსი ნოემბრის ბოლოს და დეკემბრის დასაწყისში იწყებს მოქმედებას. მიზეზი ეპიდსაწინააღმდეგო მოქმედებებია. პანდემიამ მიაძინა რესპირაციული ვირუსები, თუმცა რეგულაციების მოხსნისთანავე გაიზარდა მათი რიცხვი, რადგან მოზარდებს ვირუსებზე იმუნური მახსოვრობა, ანუ ბრძოლისუნარიანობა აღარ აქვთ.