ორი დეტალი, რომლებმაც ყურადღება მიიქცია - რას წერს მედია მარია ზახაროვას მიერ გავრცელებულ ვიდეოზე, სადაც ლავროვი მის ჰოსპიტალიზაციას უარყოფს?
რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტზე დასასწრებად ინდონეზიაში ჩასული საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად უარყო. მეტიც, მარია ზახაროვა სერგეი ლავროვის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ამბის მთავარ გმირს გავრცელებული ინფორმაციის შეფასებას სთხოვს.
ვიდეო ინტერნეტში განხილვის საგნად იქცა. საზოგადოების ნაწილმა ორ დეტალზე გაამახვილა ყურადღება: ლავროვს აცვია მაისური, რომელზეც ამერიკელი ხელოვანის, ჟან მიშელ ბასკიას სახელი აწერია და მისი შემოქმედებისთვის დამახასიათებელი გვირგვინია გამოსახული. როგორც ცნობილია, ბასკია არატრადიციული ორიენტაციის იყო და 27 წლის ასაკში ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.
მეორე დეტალი კი, რამაც ყურადღება დაიმსახურა, მაგიდაზე არსებული IPhone არის...