loader

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეოკუპირებულ ხერსონში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დეოკუპირებულ ხერსონში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და უკრაინის დროშის აღმართვის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.

პრეზიდენტს ხერსონელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. მთავარ მოედანზე, ადმინისტრაციის შენობის წინ, მოქალაქეები შეიკრიბნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ, მათი რეაქცია არ არის დადგმული. ხალხი ელოდა უკრაინის ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხერსონში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო, რათა მხარდაჭერა გამოეხატა ქალაქის მცხოვრებლების მიმართ, რომლებმაც რუსეთის ოკუპაციას დაახლოებით რვა თვის განმავლობაში გაუძლეს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, სად არის მოსალოდნელი უკრაინული ძალების წინსვლა, ზელენსკიმ უპასუხა, არა „მოსკოვისკენ, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სხვა ქვეყნის ტერიტორიებით“.

მოგვიანებით, ზელენსკიმ ოფიციალურ Telegram-არხზე ხერსონში ვიზიტის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, წარწერით, "ხერსონი - უკრაინაა“.