ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახლად გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონს ეწვია.
მედიის ინფორმაციით, მან ხერსონში უკრაინელ ჯარისკაცებს მიმართა.
„ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატოს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის.