loader

"მიკვირს, ვინმე ერთი მაინც ისტერიკას რომ არ აწყობს..." - თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ვიდეოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მიკვირს, ვინმე ერთი მაინც ისტერიკას რომ არ აწყობს..." - თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადაღებულ ვიდეოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა

სოციალურ ქსელში "ფეისბუქგვერდზე" "ჩემი ქალაქი მკლავს" მიუსაფარი ძაღლის ვიდეო ქვეყნდება, რომელიც N429 სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდება. ვიდეო თათია დათაშვილის გადაღებულია.

ვიდეოს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

"არ მჯერა, ყველა ეფერება...

კიდევ კარგი, ვინმე ძაღლმოძულე არ გამოჩნდა და ატეხა კივილი...

სანამ რამე ეპიდემია არ იფეთქებს ქალაქში ალბათ, მანამდე წაახალისებთ მეტროებში და სხვა ტრანსპორტში უპატრონო ცხოველების მგზავრობას. სანამ უბედურება არ დატრიალდება, მანამდე ხომ თავები სილაში გაქვთ...

აბა რა, ასე არ სჯობს. გიყვარდეთ, ისინიც ხომ სულიერი არსებები არიან და ბევრ ადამიანზე სუფთები...

საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ შეიძლება...

ძაღლზე მეტ სიბინძურეს ადამიანები ატარებენ, მაგრამ კი არიან საზოგადოების წევრები. ეს პატარა სიყვარული კი არის ერთგული, თბილი, მოსიყვარულე, გულწრფელი. მიხარია, რომ მძღოლმა არ ჩამოაგდო. საღოლ მას! ნეტავ, გამოუჩნდეს ისეთი პატრონი, როგორსაც იმსახურებს...

პრეტენზია რომ გვაქვს განვითარებულ ქვეყანაზე და მათ რომ ვედრებით, ეს ნამდვილად ასახავს, რომ მივიწევთ ამ მიზნისკენ რა თქმა უნდა... საზოგადოებრივ ტრანსპორტში ქუჩის ძაღლი ათასი დაავადებით და ათასი პარაზიტით, ლოგიკურად იმსჯელეთ, ეს ნორმალურია?

მიკვირს, ვინმე ერთი მაინც ისტერიკას რომ არ აწყობს ძაღლის დანახვაზე...

მგონი, დიდ დიღომში მოგზაურობს ხოლმე...

ამ ძაღლს ახლა გაუმართლა, რომ მარშრუტკაში ადამიანები დახვდნენ, რეალურად ადამიანები და არა ადამიანის ფორმაში გადაცმული ტყიურები. სიყვარულო, ყოველთვის მასე არ გაგიმართლებს, ცოტას თუ შემორჩა ადამიანობა..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.