"ჯვარი როდის აქეთ გახდა ქართველებისთვის მიუღებელი, ძაან მაინტერესებ" - რას წერს ალეკო ელისაშვილი მატჩის წინ, ბორჯღალოსნების მიერ გამოსახულ ჯვარზე?
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "დინამო არენაზე“ სამოას დაუპირისპირდა და ანგარიშით - 19:20 დამარცხდა.
აღსანიშნავია, რომ სამოას მორაგბეებმა მატჩის დაწყებამდე ტრადიციული ჰაკა შეასრულეს, ხოლო მათ საპასუხოდ ქართველი მორაგბეები მოედანზე ისე განლაგდნენ, რომ ჯვრის ფორმა გამოსახეს.
სოციალურ ქსელში აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ალეკო ელისაშვილმა გააკეთა კომენტარი:
"ძალიანაც მომეწონა, ძალიანაც მაგარია ჯვრის ფორმით დგომა! ძაანაც მაგრად მოუფიქრებია ვინც მოიფიქრა! სახელმწიფო დროშაზე ხუთი ჯვარი რომ გვაქვს გამოსახული იქნებ იმაზეც შეიცხადოთ "აი ჯაან სვეცკებმა და პრადვინუტებმა".
ჯვარი როდის აქეთ გახდა ქართველებისთვის მიუღებელი, ძაან მაინტერესებ" - წერს ელისაშვილი.