გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს - "დამცინა, რომ მეყველეობა და შრომა "პაზორი" არისო... თქვე თავდაუბანელო ბონძღებო"
"ამას იმ ბანძ არხს, გადაცემას და ავტორს ვუდებ, რომელმაც დამცინა, რომ მეყველეობა და შრომა პაზორი არისო" - ამის შესახებ ცნობილი შეფ-მზარეული გურამ ბაღდოშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ტელეკომპანია "ფორმულას" ერთერში გასული გადაცემის, "სამზარეულოს ომების" ერთ-ერთ ეპიზოდს ეხმაურება.
გურამ ბაღდოშვილი პოსტს თან ვიდეოსაც ურთავს.
"ამას იმ ბანძ არხს, გადაცემას და ავტორს ვუდებ, რომელმაც დამცინა, რომ მეყველეობა და შრომა პაზორი არისო. მთელ არხს მილიონი ნახვა არც გქონიათ ერთდროულად იმის მერე, რაც მე მაგ გადაცემას რეიტინგი მივეცი. ახლა წუწნეთ თითი ბონძღებო... ისე წამოვედი არხიდან თქვენი ბინძური შმოტკები არ გამომიტანია და თქვენ კი მასხარად მიგდებთ. თქვენი მე ბანძი არასწორი... გამოგიარეთ თქვე თავდაუბანელო ბონძღებო... დათო და ირაკლი არაფერ შუაში არიან, პროსტა ბანძებმა გამოიყენეს" - წერს გურამ ბაღდოშვილი.
შეფ-მზარეული საზოგადეობას პოსტის კომენტარებშიც გაემოხმაურა, სადაც დაწერა, რომ გადაცემიდან წასვლის მიზეზი ჰქონდა.
"გადაცემა ჩემი წამოწყებულია. ასე რომ ჯერ ბევრს არ ვიტყვი მიზეზს რატომ წამოვედი - ზუსტად ამიტომ რომ გააბანძეს ჩემი წამოწყებული პროექტი ჯერ კიდე სამზარეულოს წესებიდან...
ბევრია სათქმელი - ბევრი არასამართლიანობა, ბევრი არაპროფესიონალიზმი, ბევრი ტყუილი, აქ 2 საათიც არ მეყოფა რომ ვწერო. უბრალოდ გაიბანძეს თავი და ჩემი გადაცემაც...
ნელ-ნელა მიხვდებით რატომ და ჩემი არყოფნა მანდ ზუსტად მაგის მიზეზია, რომ მე ბინძურ თამაშებში არ ვიღებ მონაწილეობას...
არ მინდოდა ნაგავში ქექვა და ჩუმად დაუმშვიდობებლად წავედი..
ჩემთვის ეგ არხი და ჩემი ყოფილი გადაცემა, რომელშიც ბევრი სიყვარული ჩავდე უნიტაზში ჩავრეცხე თავის გოიმი თავდაუბანელი პროდიუსერებით...
ისე წამოვედი არხიდან და ჩემი წამოწყებული საქმიდან, რომ არავისთვის მითქვამს მიზეზი, მაგრამ ვხედავ, რომ ითხოვენ. 3 კვირის წინ თავზე დავახურე. მე არ ვარ კაი ხანია მათი მეგობარი და ზუსტად ამიტომ ხუმრობათ ვერ აღვიქვამთ ამ მდაბიო ქმედებას არხისგან. მილიონი ახალგაზდა, მომავალი კოლეგა უყურებს და მე ასე მამასხარავებენ ვის უბედავენ ეს ჰარამზადები", - წერს ბაღდოშვილი პოსტის კომენტარებში.