loader

"ჩვენი, ჩვენი ხერსონი" - ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონიდან ვიდეოს აქვეყნებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი, ჩვენი ხერსონი" - ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონიდან ვიდეოს აქვეყნებს

"ჩვენი, ჩვენი ხერსონი" - ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას, ზოგან დამცველებმა უკვე მიაღწიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.

„თავდაცვითი ძალები განაგრძობენ უკრაინული მიწების გათავისუფლებას ხერსონის მიმართულებით. წარმატებული შეტევითი ოპერაციების დროს ჩვენი ჯარების მოწინავე ნაწილებმა ზოგან უკვე მიაღწიეს დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. რიგ დასახლებებში მტრის იდენტიფიცირებისა და განადგურების ღონისძიებები მიმდინარეობს. ოპერაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შედეგების ოფიციალური გავრცელება მოგვიანებით მოხდება. მტრის ძალისხმევა მიმართულია თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებისკენ ცალკეული მიმართულებით, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე და ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის ჩრდილოეთით, თავდაცვითი ხაზების საფორტიფიკაციო აღჭურვილობის გაუმჯობესებისკენ“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, პარალელურად, რუსეთის ფედერაციის დამპყრობელთა არმია ახორციელებს შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევსკის და ნოვოპავლოვსკის მიმართულებით.