loader

"საოცრად თავმდაბალი და კეთილი ბიჭია" - რას წერს გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც იტალიაში შეხვდა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საოცრად თავმდაბალი და კეთილი ბიჭია" - რას წერს გიორგი კეკელიძე ხვიჩა კვარაცხელიაზე, რომელსაც იტალიაში შეხვდა?

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას შეხვდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს:

"დღეს ნეაპოლში ხვიჩა გავიცანი. გარდა დიდი საფეხბურთო ტალანტისა, საოცრად თავმდაბალი და კეთილი ბიჭია. აქ მარადონას შემდეგ მეორე კაცია, ქუჩებში თუ ჩაივლით, იოლად შეატყობთ გამოფენილ მაისურებს და სუვენირებს. კიდევ ის მოხდა, რომ კვარას თორმეტი წარჩინებული სტუდენტი შევახვედრეთ. და კიდევ: ნეაპოლში და რომში იანვარში ქართულ ბიბლიოთეკებს გავხსნით," - წერს გიორგი კეკელიძე.