loader

"სვამდნენ მანამ, ვიდრე არ დათვრნენ" - სპილოებმა ალკოჰოლი იპოვეს და იმდენი დალიეს, რომ დაეძინათ - კადრები ინდოეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სვამდნენ მანამ, ვიდრე არ დათვრნენ" - სპილოებმა ალკოჰოლი იპოვეს და იმდენი დალიეს, რომ დაეძინათ - კადრები ინდოეთიდან

ინ­დო­ე­თის სო­ფელ სა­ლიპ­დას მცხოვ­რებ­ლებ­მა იპო­ვეს 20 სპი­ლო, რომ­ლებ­მაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი ალ­კოჰო­ლი და­ლი­ეს, რის შემ­დე­გაც გზის გაგ­რძე­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლეს და და­ე­ძი­ნათ. სპი­ლო­ე­ბი წა­ა­წყდნენ სას­მელს, რო­მელ­საც ინ­დო­ე­ლე­ბი "მაჰუ­ას“ უწო­დე­ბენ. ეს არის ინ­დო­ელ­თა ტრა­დი­ცი­უ­ლი სას­მე­ლი, ერ­თგვა­რი ლი­ქი­ო­რი, რო­მელ­საც მაჰუ­ას ყვა­ვი­ლე­ბის­გან ამ­ზა­დე­ბენ.

ის საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლია, იმ­დე­ნად ძლი­ე­რი, რომ სპი­ლო­ე­ბიც კი უძ­ლუ­რე­ბი აღ­მოჩნ­დნენ. ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის მკვლე­ვა­რი კარ­ტიკ სა­ტი­ა­ნა­რა­ი­ა­ნი ამ­ბობს, რომ სპი­ლო­ებს ზო­გა­დად ძა­ლი­ან უყ­ვართ მაჰუ­ას მირ­თმე­ვა.