loader

მძიმე კადრები - რუსულმა ძალებმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები - რუსულმა ძალებმა მიკოლაივში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა ძალებმა მიკოლაივში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები, - ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა „ტელეგრამში“ დაწერა.

„მხეცები ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაესხნენ თავს, ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა“, - აცხადებს კიმი.

თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული სახელმწიფოს ცინიკური პასუხი უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე მიღწეულ წარმატებებზე.

„სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. რუსეთი არ წყვეტს საძაგელ ტაქტიკას. ჩვენ არ ვწყვეტთ ჩვენს ბრძოლას. ოკუპანტები პასუხს აგებენ უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა დანაშაულზე“, - აცხადებს ზელენსკი.