loader

“ვეძებ სარძლოს... უნდა იყოს ქალიშვილი, არ უნდა იყოს საქონელი, პირუტყვი...“ - უცნაური კრიტერიუმები და ქუჩაში გამოკრული განცხადება განხილვის საგნად იქცა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვეძებ სარძლოს... უნდა იყოს ქალიშვილი, არ უნდა იყოს საქონელი, პირუტყვი...“ - უცნაური კრიტერიუმები და ქუჩაში გამოკრული განცხადება განხილვის საგნად იქცა

ქალაქის ქუჩაში გამოკრული განცხადება საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილავენ მოთხოვნებს, რომლებსაც მომავალი რძალი უნდა აკმაყოფილებდეს...

“ვეძებ სარძლოს.

ჩემი მოთხოვნებია: უნდა იყოს ქალიშვილი, არ უნდა ეწეოდეს, არ უნდა იყოს საქონელი, პირუტყვი. აუცილებლად ქართული სისხლის და ქართული გარეგნობის. პატიოსანი ოჯახის შვილი. აუცილებლად უნდა ჰყავდეს დედ-მამა და შვილი უნდა იყოს ერთი ქორწინებიდან.

ევროპული და ამერიკული გაგების საქონლები ნუ გამომეხმაურებიან. იმიტომ, რომ პირუტყვებს ვერ ვიტან.

- აი ეს, რაც აქ წერია, ხომ არ არის რაიმე შეუძლებელი. ხოდა, დღეს რამდენი ასეთი ქართველი გოგონა გვყავს! აი, ეს რომ იქნება, მაშინ იქნება ქართული ოჯახი ძლიერი, გაიგეთ!“

განცხადებას არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. ნაწილს ამაზე ეცინება, ნაწილი კი ქალების შეურაცხყოფად აღიქვამს და განცხადების შინაარსს აპროტესტებს...