loader

"ბევრი წლის შემდეგ ჩემი წონა ისევ 5-იანზე იწყება" - თამუნა ლეკვეიშვილმა გაამხილა, როგორ დაიკლო წონაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბევრი წლის შემდეგ ჩემი წონა ისევ 5-იანზე იწყება" - თამუნა ლეკვეიშვილმა გაამხილა, როგორ დაიკლო წონაში

იუმორისტ თამუნა ლეკვეიშვილის სტატუსმა სოციალურ ქსელში, სადაც ის წერდა, რომ ის თავის ძველ წინას დაუბრუნდა, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში ინტერესი გააჩინა, თუ როგორ დაიკლო მან წონაში.

"ბევრი წლის შემდეგ ჩემი წონა ისევ 5-იანზე იწყება.

ვიცი, გაინტერესებდათ" - დაწერა იუმორისტმა, რის შემდეგაც საზოგადოებას თავისი წონის კლების საიდუმლო გაუმხილა.

"სტატუსმა ჩემი წონის შესახებ, დიდი ინტერესი გამოიწვია და მწერენ, გვასწავლე, როგორ დაიკელიო.

ვერ გასწავლით, იმიტომ, რომ კონკრეტულად არცერთ დიეტას არ ვიცავ.

უბრალოდ, არ ვჭამ. თითქმის არ ვჭამ.

p.s. პატარა საიდუმლოს მაინც გაგიმხელთ - ყველი და უშაქრო ყავაა ძირითადად ჩემი კვება".