"ვინც “დაამთავრა” კოვიდი, ეს "პოსტი" არ წაიკითხოთ" - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:
"ვინც “დაამთავრა” "კოვიდი", ეს პოსტი არ წაიკითხოთ. თქვენთვის კოვიდი ხომ დამთავრდა. ეს პოსტი საღად მოაზროვნე ადამიანებისთვის არის. კოვიდის რეინფიცირებამ შეიძლება გაზარდოს სიკვდილიანობის და ორგანოთა უკმარისობის შანსები. რისკი იზრდება ყოველ დაინფიცირების ჯერზე. კიდევ ერთხელ, რაც უფრო მაღალია ასაკი, მით უფრო მაღალია რისკი" - წერს გიორგი ფხაკაძე.