loader

რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რუსეთი საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას სთავაზობს

რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმოს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
სანაცვლოდ რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას ცალკეულ პირობებს სთავაზობს და მისგან ამ შეთავაზებებზე ადეკვატურ რეაქციას ელოდება.

მზად ვართ, საქართველოს ხელისუფლების საპასუხოდ, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებისთვის. ამისთვის აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ უზრუნველყოს საიმედო სამართლებრივი პირობები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების გარანტიებს შექმნიდა საქართველოში სტუმრობისას. ვთავაზობთ, ასევე, აღდგეს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები. ველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას ამ შემოთავაზებებთან დაკავშირებით", – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებაში.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდი

იხილეთ: ნინო კალანდაძე რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გამოეხმაურა

მიხეილ სააკაშვილი რუსეთის განცხადებას გამოეხმაურა