loader

"კახა, ძალიან მინდა შენთან ერთად გავისეირნო და რამდენიმე გაჩერებაზე დავდგეთ, ავტობუსს ველოდოთ" - მსახიობი ეთო გუგავა კახა კალაძეს საჯაროდ მიმართავს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კახა, ძალიან მინდა შენთან ერთად გავისეირნო და რამდენიმე გაჩერებაზე დავდგეთ, ავტობუსს ველოდოთ" - მსახიობი ეთო გუგავა კახა კალაძეს საჯაროდ მიმართავს

მსახიობი ეთო გუგავა სოციალურ ქსელში თბილისის მერის, კახა კალაძის შესახებ წერს:

"კახა, ძალიან მინდა შენთან ერთად გავისეირნო და რამდენიმე გაჩერებაზე დავდგეთ, ავტობუსს ველოდოთ, ველოდოთ, ველოდოთ, მერე მოვა და გავუშვათ, რადგან ვერ შევეტენეთ. ამაში მე ერთ პლუსს ვხედავ, ბევრი დრო გვექნება ერთმანეთის გასაცნობად. მერე როგორღაც ჩავეკვეხოთ და გავთბეთ.

არ დაგავიწყდეს, გაჩერებაზე ვიღაც ძალიან რეგვენმა მოიფიქრა და რკინის სკამები გააკეთა. იცი, რა საყვარლობაა? ზაფხულში ვერ დაჯდები, რადგან დაიწვები, ზამთარში კი მიეყინები... ასევე მინდა ჭკუიდან შერყეულ მძღოლთან გაკონტაქტო, რომელიც მთელ ავტობუსზე ყვირის, რომ დილის ოთხი საათიდან მშიერია და შემცვლელი არ ჰყავს, რადგან მძღოლები გარბიან, პირობები არ მოსწონთო. თან ავტობუსები მოაკლდა ხაზებს და ამ ჭყლეტას და მის შიმშილსაც ეგ უწყობს ხელს.

ოღონდ ცოტა წვიმიანი ამინდი შევარჩიოთ, რადგან ძალიან რომანტიკულია, როცა გაჩერების გადახურვა ძალიან ციცქნაა და სველდები. მოდი რა, ამ დღეებში წვიმა და ყინვა რომ იქნება, ერთად გავისეირნოთ. თაგი არ მოხსნა, მეწყინება. ჩავამატებ: ყველაფერს გეფიცები, პოლიტიკაზე ხმა თუ ამოვიღო..." - წერს მსახიობი.