რა გამოხმაურება მოჰყვა კლიპს, რომლითაც საბავშვო "ევროვიზიაზე" მარიამ ბიგვავა საქართველოს წარადგენს
2022 წლის საბავშვო "ევროვიზიაზე" საქართველოს ხმის, მარიამ ბიგვავას ვიდეოკლიპის სატელევიზიო პრემიერა გაიმართა.
სიმღერა I Believe / მჯერა გიგა კუხიანიძეს ეკუთვნის, ტექსტზე მუშაობდნენ ბენი ქადაგიძე და ირუ ხეჩანოვი. კლიპის რეჟისორია ზაზა ორაშვილი, მხატვარი – შაკო პოპიაშვილი, დიზაინერი კი - იზა ნადარეიშვილი.
მარიამ ბიგვავა საქართველოს "პირველი არხის" პროექტ „რანინას“ მეხუთე სეზონის გამარჯვებულია. "პირველი არხის" ეთერში „რანინას“ გრანდიოზული ფინალი 18 ივნისს გაიმართა.
"ძალიან კარგია"
"რამდენჯერმე ვუსმინე, მომწონს" - წერენ კომენტარებში.