loader

"სადარბაზო მოგვპარეს, 6 ოთახი გამოდისო, ვერც მიცვალებულს გამოვიყვანთ, ვერც ავეჯს შემოვიტანთ" - უცნაური ამბავი, რომელიც ვარკეთილში, 16-სართულიან კორპუსში ხდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სადარბაზო მოგვპარეს, 6 ოთახი გამოდისო, ვერც მიცვალებულს გამოვიყვანთ, ვერც ავეჯს შემოვიტანთ" - უცნაური ამბავი, რომელიც ვარკეთილში, 16-სართულიან კორპუსში ხდება

ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, მრავალსართულიანი კორპუსი შესაძლოა ცენტრალური სადარბაზოს გარეშე დარჩეს. ეს ამბავი ვარკეთილის მე-3 მიკროში, 302-ე კორპუსში ხდება. ამ 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს ორი შესასვლელი აქვს, ერთი ცენტრალური, რომელსაც ავეჯისა და სხვა მსხვილი ნივთების გადასატანად იყენებენ. თუმცა შესაძლოა, კორპუსის ამ ნაწილში, რომელიც წესით, ამ კორპუსში მცხოვრებლებს უნდა ეკუთვნოდეთ, მალე საცხოვრებელი ოთახები აშენდეს და 90 ოჯახი ამ პატარა, ვიწრო, სათადარიგო შესასვლელის იმედად დარჩეს.

ყველაფერი კი 2009 წელს დაიწყო. როგორ ადგილობრივები ამბობენ, სადარბაზო თაღლითური გზით გაყიდეს და გაყალბებული საბუთებით მიისაკუთრეს. თუმცა მშენებლობა ამ წლების განმავლობაში არ მიმდინარეობდა. მშენებლობა სულ რამდენიმე თვეა, რაც დაიწყო და ამ კორპუსის 90-მა ოჯახმაც მოსვენება დაკარგა. ამბობენ, რომ სადარბაზოში საცხოვრებელ ოთახებს არ ააშენებინებენ და დახმარებას დედაქალაქის მერს სთხოვენ.