loader

“შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ ყველაზე საშიში მაშინ ვიქნები, მიწასთან გასწორებულს რომ დამინახავთ“ - კომპანია “მელაძის“ მფლობელი, რომელზეც საქართველოს პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა, განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ ყველაზე საშიში მაშინ ვიქნები, მიწასთან გასწორებულს რომ დამინახავთ“ - კომპანია “მელაძის“ მფლობელი, რომელზეც საქართველოს პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა, განცხადებას ავრცელებს

ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლი ვაჟა მე­ლა­ძე, რო­მე­ლიც დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე ძებ­ნა­შია, "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე" წერს:

“ძებნაში ვარ ოფიციალურად. მგონი, ბევრი დაბნეულია ამ ფაქტით. ცოტა მეც დაბნეული ვარ, მაგრამ ვეგუები. დამაკნინეს, თაღლითი შემარქვეს, გამძარცვეს, ჩემი ყველა უფლება დაიკიდეს, ჩემს შვილთან ბედნიერი წუთებიც წამართვეს, რიჟიკაც შემარქვეს ზოგ ეთერში, მაგრამ არა უშავს.

გპირდებით, ყველას სათანადო პასუხს გაგცემთ. გჯეროდეთ, თითოეული გარეული პირი ჩემს ანტიკამპანიაში და ყალბი ბრალდების შედგენაში მონაწილე დაისჯებით, თქვენთვის ყველა ნაცნობი საშუალებით ამის პირობას გაძლევთ და ვინც მიცნობს, იცის, რომ სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.

შეიძლება დამიჭიროთ, გამანადგუროთ, მაგრამ ყველაზე საშიში მაშინ ვიქნები, მიწასთან გასწორებულს რომ დამინახავთ.

თუმცაღა მიხარია, რომ ჩემი სიტყვის თქმა მოვასწარი. ზოგი ისე გაისტუმრეთ იმ ქვეყნად, ხმის ამოღებაც ვერ მოასწრეს. რამდენი ახალგაზრდა შეიწირა თქვენმა ბინძურმა სისტემამ, ათასობით, მაგრამ მოვა დრო და მოვა ჩემი თაობა, თქვენს საფლავს ზედაც არ დავაფურთხებთ, თქვენ იქნებით ყველაზე მივიწყებული ბნელი საქართველოს სიმბოლოები.

საზოგადოების აზრის ცვლილებებისთვის მთავრობის ტელევიზიები ძლიერ ცდილობდნენ, თავი გამოიდონ და სახალხო სკანდალად მაქციეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ, ხალხს მაინც ვერ შეაყრით თვალებში ნაცარს, ფაქტები ჩემს გვერდზე დევს და უკვე ათასობით მოწყობილობაშია ჩაწერილი. ამიტომ თქვენს ბედს ვერ დაემალებით.

როცა წყალი იმატებს, თევზები ჭამენ ჭიანჭველებს, როცა წყალი იკლებს - ჭიანჭველები თევზებს, ეს გახსოვდეთ.“ - წერს მელაძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლის, ვაჟა მე­ლა­ძის მი­მართ ძებ­ნა დღეს გა­მო­ა­ცხა­და. უწყე­ბის ცნო­ბით, ვაჟა მე­ლა­ძეს ბრა­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნეს.

ვაჟა მე­ლა­ძეს­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი, მათ შო­რის, მისი მე­უღ­ლე. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა მე­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის პი­რო­ბით, 26 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ 473 252 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა.