loader

"არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ და ფრთები მაქვს, მაგრამ ფულის მოპარვა, დამიჯერეთ, არ დამჭირდებოდა" - რას ამბობდა ვაჟა მელაძე პროკურატურის განცხადებამდე ერთი დღით ადრე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ და ფრთები მაქვს, მაგრამ ფულის მოპარვა, დამიჯერეთ, არ დამჭირდებოდა" - რას ამბობდა ვაჟა მელაძე პროკურატურის განცხადებამდე ერთი დღით ადრე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. უწყების ცნობით, მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 7 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და პასპორტის ჩაბარების ვალდებულება დაეკისრა, თუმცა, აკრძალვის მიუხედავად, ბრალდებული გამოძიებას მიემალა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდა.

პროკურატურის განცხადებამდე 1 დღით ადრე "პალიტრა მედიამ" ვაჟა მელაძე ექსკლუზიურად ჩაწერა.

ვრცელ ინტერვიუში ვაჟა ოჯახსა და იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც ქვეყნის დატოვება გადაწყვიტა. ბრალდებულმა თავის "ფეისბუქის" პირად გვერდზე სხვათა პერსონალური მონაცემები უკანონოდ გაასაჯაროვა. "პალიტრა მედიისთვის" მიცემულ ინტერვიუში მელაძე ადასტურებს, რომ ამ ნაწილში თავს დამნაშავედ თვლის.