loader

რას ამბობს 22 წლის გოგონა, რომელიც 300 კილოგრამს იწონის და სახლიდან ვერ გამოდის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს 22 წლის გოგონა, რომელიც 300 კილოგრამს იწონის და სახლიდან ვერ გამოდის

ახალგაზრდა ამერიკელ ქალს, კარინას, სრულფასოვნად ცხოვრება არ შეუძლია, გარეთ არ გადის და სახლშიც ეტლით გადაადგილდება. გოგონას რაიმე სერიოზული დაავადება არ აქვს, თუმცა 22 წლის ასაკში კარინა 300 კილოგრამს იწონის. როგორც მან ბრიტანულ გამოცემა Daily Mail-თან განაცხადა, მისი პრობლემები ბავშვობიდან დაიწყო.

ექიმებმა პატარა კარინას ასთმის დიაგნოზი დაუსვეს. მას ხშირად უწევდა საავადმყოფოებში წოლა, ძვირად ღირებული მედიკამენტების მიღება და ჟანგბადის გამოყენება. მშობლები თავიანთ ქალიშვილს თავს დასტრიალებდნენ, ყველაფერს უსრულებდნენ და მთელ დროს მას უთმობდნენ. თუმცა, 6 წლის ასაკში კარინას ასთმური შეტევები აღარ აღენიშნებოდა. შესაბამისად, თუ მშობლები იქამდე მისი ცხოვრებით ცხოვრობდნენ, შემდეგ ყურადღება მოაკლდა. ბავშვის დედა და მამა ბევრს მუშაობდნენ, რომ სამი შვილისთვის არაფერი მოეკლოთ.

ახლა კარინა წონის დასაკლებად იბრძვის და ცხოვრების წესი მთლიანად შეცვალა. სწრაფი კვების პროდუქტების ნაცვლად ჯანსაღ ბოსტნეულს ჭამს. შეამცირა კალორიების რაოდენობაც. ახლა მისი მთავარი ოცნება ბარიატრიული ქირურგიაა, თუმცა, ჯერჯერობით ამისთვის შესაბამისი ფინანსები არ აქვს.

წყარო