loader

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დაუჭირა.

ანგარიშს ჰყავს 47 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე, 2-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა.

გუშინ გასაჯაროებული ვარიანტისგან განსხვავებით, სადაც საუბარი იყო სანქცირებაზე, დღეს მიღებულ კომპრომისულ ვარიანტში აღარ გვხვდება სანქცირების მოთხოვნა და ევროპარლამენტი საქართველოს ურჩევს ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესების გადაჭარბებულ გავლენის პრობლემა მოაგვაროს.