"ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ე ბ ო! ღირსები ხართ, ეს ფოტოები ამოგიბეჭდოთ და მთელ ქალაქში გამოგიკრათ!" - რა ფოტოებს აქვეყნებს დომენიკ მანგო ბათუმის სანაპიროდან?
დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში ბათუმის სანაპიროდან ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
"ბათუმის სანაპიროები! ს ა მ ა რ ც ხ ვ ი ნ ო ე ბ ო ! სტატისტიკურად ბათუმში ნარკომოხმარება ერთ-ერთი მწვავე პრობლემაა, მაგრამ კიდევ უფრო მწვავე პრობლემა ის არის, რომ ამ ნემსებს ზოგჯერ ბავშვების ჯანმრთელობა ეწირება. იმ შეგნებამდე ვერ მიხვედით, რომ სხვისი სიცოცხლე დაინდოთ. ღირსები ხართ, ეს ფოტოები ამოგიბეჭდოთ და მთელ ქალაქში გამოგიკრათ!" - წერს დომენიკ მანგო.