loader

"ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ, მისი ნებართვის გარეშე" - ნინო ნადირაძე განცხადებას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ, მისი ნებართვის გარეშე" - ნინო ნადირაძე განცხადებას ავრცელებს

კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე დემენციასთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებას გამოეხმაურა.

„გაოგნებული ვარ, პაციენტის პირად ინფორმაციას (ბანალური კარიესიც რომ იყოს), თუ ამაზე წერილობითი თანხმობა არ გვაქვს, ხმას არ ვიღებთ და იურისტები ისე აფრიალებენ ამ დემენციას, რომელიც „აწი“ უნდა შეატყობინონ პაციენტს, მათივე სიტყვებით და ფაქტობრივად, უუნაროდ აცხადებენ, მისი ნებართვის გარეშე, აი რა იურისპუდენციულ სახელმძღვანელოში წერია, გვითხრან“ - წერს ექიმი სოციუალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და თქვა, „ეჭვია, რომ სააკაშვილს დემენცია და ტუბერკულოზი აქვს.