"ტრაგიკულ შემთხვევას პედაგოგსა და მშობლებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ" - ფიზკულტურის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს
ქვემო ქართლის ერთ-ერთ სოფელში ფიზკულტურის მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაამთავრა.
ambebi.ge-ს ინფორმაციით, ტრაგიკულ შემთხვევას პედაგოგსა და მშობლებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ. კერძოდ, რამდენიმე დღით ადრე მასწავლებელი მოსწავლეებმა გარყვნილ ქმედებაში დაადანაშაულეს.
სწორედ აღნიშნული ფაქტის საფუძველზე, მასწავლებელსა და მოსწავლეების მშობლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით, 141-ე (გარყვნილი ქმედება) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.
როგორც უწყებაში გვითხრეს, თავდაპირველად საქმეზე გამოძიება მხოლოდ ერთი - 115-ე მუხლით დაიწყო, რამდენიმე დღის შემდეგ, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე კი საქმეში კიდევ ერთი მუხლი გაჩნდა.