loader

“ვგმობთ ნიკა გვარამიას განაჩენს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას, მისი განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით“ - ევროპარლამენტარები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“ვგმობთ ნიკა გვარამიას განაჩენს და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას, მისი განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით“ - ევროპარლამენტარები

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების ანგარიშთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ მომზადებული ცვლილებები ხელისუფლებას „მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გადახედვისკენ მოუწოდებს.

ცვლილების ტექსტში აღნიშნულია, რომ ტელეკომპანია “მთავარის” დირექტორს, ნიკა გვარამიას, ფულის გათეთრების, ქრთამის აღების და საბუთების გაყალბების საეჭვო ბრალდებით 3 წელი და ექვსი თვე აქვს მისჯილი.

„გმობს 2022 წლის 16 მაისს დამოუკიდებელი ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენის გამოტანას. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას, გვარამიას განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ კიდევ ერთ ცვლილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების უსაფრთხოება.