loader

ვრცელდება "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების ფარული აუდიოჩანაწერები - "შენ დედას მოვ... მაგრად გაგლახავ" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი პირების ფარული აუდიოჩანაწერები - "შენ დედას მოვ... მაგრად გაგლახავ"

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში 5 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, 1995 წელს დაბადებული რ. დ. და 1977 წელს დაბადებული ლ. მ. „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით არიან დაკავებული, ხოლო 1982 წელს დაბადებული დ. მ., 1995 წელს დაბადებული ჩ. გ. (მეტსახელად „ჩიკო“), 1964 წელს დაბადებული თ.ბ. პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დააკავა.

დანაშაულები 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ რ. დ.-მ და ლ. მ.-მ არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს - დ. მ.-ს, თ. ბ. და ჩ. გ.-ს მიმართეს.

კომპლექსური გამოძიებით კი დადგინდა, რომ ბრალდებულები - „ქურდული სამყაროს“ წევრები, დანაშაულებრივ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდნენ და მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, მოდავე მხარეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარების, სადავო საკითხების „ქურდული წესების“ შესაბამისად განხილვისა და მათი თავიანთ სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ, გადაწყვეტილებების აღსრულებას პირადად აკონტროლებდნენ და მოდავე მხარეებიდან ერთ-ერთს სადავო თანხის მიტანას აიძულებდნენ.

ბრალდებულმა „ქურდული სამყაროს“ წევრებმა მოდავე მხარეებს შორის არსებული დავის გადაწყვეტის მიზნით თბილისსა და სამეგრელოში რამდენჯერმე ე.წ. ქურდული გარჩევები მოაწყვეს.

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ. ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.