loader

"ბათუმელმა გოგონამ 40 000 ლარი დაკარგა, მე გამიმართლა იმ კუთხით, რომ..." - რას ჰყვება ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბათუმში ბინას ყიდდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბათუმელმა გოგონამ 40 000 ლარი დაკარგა, მე გამიმართლა იმ კუთხით, რომ..." - რას ჰყვება ახალგაზრდა გოგო, რომელიც ბათუმში ბინას ყიდდა

ინტერნეტთაღლითობის ფორმები და მასშტაბები დაზარალებულ პირთა ფინანსურ ზარალთან ერთად უფრო და უფრო იხვეწება და ფართოვდება. თაღლითების ეს ჯგუფი, რომელზეც დღეს გიყვებით, ძველი მეთოდების ნაცვლად ახალ, თანამედროვე სქემას ქმნის, რომელიც ბევრად უფრო ჩახლართულია და რეალობას ძალიან ჰგავს.

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გვესმის პირადი ინფორმაციის დაცვის შესახებ მოწოდებები, ინტერნეტჰაკერები მაინც ახერხებენ მათ მოპოვებას. ეს სქემაც სწორედ ამაზეა. მარიამ კარდანახიშვილი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან მომხმარებელთა შორის, რომელმაც უძრავი ქონების გაყიდვის შესახებ განცხადება ინტერნეტში შესაბამის პლატფორმაზე განათავსა.

განცხადების დადებიდან მალევე უცხო ნომრიდან შეტყობინება შემოვიდა. სავარაუდო მყიდველი ამერიკაში ცხოვრობდა და საქართველოში მეუღლესთან ერთად აპირებდა ჩამოსვლას. ბინაც მოქალაქეობის მისაღებად სჭირდებოდა. ფოტო-ვიდეომასალის დათვალიერების შემდეგ თანხის ნაწილის ჩარიცხვის ფორმებზე შეთანხმდნენ. ე.წ. ინტერნეტფიშინგიც აქედან იწყება.